ჩვენ შესახებ
ჩვენ გვაერთიანებს ხელოვნება!
„N STUDIA“ დაფუძნდა 2014 წელს.
„N STUDIA“-ს საქმიანობა მრავალმხრივი და მრავალფეროვანია.
„N STUDIA“ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო პროექტების, ვორკშოპების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალებისა და გასვლითი ღონისძიებების ორგანიზებას.
„N STUDIA“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ფესტივალების, გამოფენების ორგანიზატორ საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენი დახმარებით საქართველოში მოღვაწე არაერთი კოლექტივი გახდა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე, პრიზიორი და ნომინანტი.
ჩვენი ღონისძიები ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე მხატვრების, მოცეკვავეების, მომღერლების, რეწვიT-ხელნაკეთი ნივთების მწარნიებლების შემოქმედების ურთიერთგაცნობასა და შემოქმედებითი კავშირების დამყარებას.
ჩვენს აქტივობებში განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ შშმ პირების ადაპტაციას საზოგადოებაში.
„N STUDIA“ ახალგაზრდა თაობას სთავაზობს შემოქმედებით შესაძლებლობებს, გაცნობას და მეგობრობას სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის, ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდებთან.
ჩვენ ხელს ვუწყობთ გამოცდილების გაცვლას, ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას, თანამედროვე, ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების დანერგვას, სხვადასხვა კულტურის, ტრადიციების, ეთნიკური ჯგუფების, რელიგიის ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეებს.
N STUDIA არის მულტიპროფილური ორგანიზაცია. პროფესიონალ კინო-, ვიდეო- და ფოტო- სტუდიებთან პარტნიორობით, ჩვენ გთავაზობთ ფილმის წარმოების სერვისის სრულ სპექტრს. გადაღების მთელი პროცესის ორგანიზებას, რაც მოიცავს: ლოკაციის მოძიებას, გადაღების ნებართვის მიღებას, ინტერვიუებს მთავარ გმირებთან, აღჭურვილობის სრული კომპლექტს შესაბამისი პერსონალით, ხმას, განათებას, დრონიდან გადაღებას, მგზავრობას ავტომობილით, ტრანსფერს, სასტუმროს დაჯავშნას გადამღები ჯგუფისა და მთარგმნელებისთვის.
ჩვენ გახსნილები ვართ ახალი იდეებისა და თანამშრომლობისთვის.
N STUDIA
ტელემედია ჩვენ შესახებ
მედია ჩვენ შესახებ
🔗სიმართლე ომზე – 1 წელი უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან.
🔗სიმართლე ომზე - 1 წელი უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან