საერთაშორისო ფესტივალი ბულგარეთის ქალაქ ნესებრში

 

8 აგვისტოს, ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალის კონკურსი დილიდან დაიწყო.

კონცერტის დასასრულს კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.

გალა კონცერტში მონაწილეობა მიიღეს კონკურსში გამარჯვებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და ვოკალისტებმა.

კონკურსიც და გალა კონცერტიც ნესებრის კულტურისა და განათლების ცენტრ “ატრიუმში” ჩატარდა.

N Studia-მ ფესტივალზე წარმოადგინა ვოკალისტები და მხატვრები საქართველოდან და სომხეთიდან.

ვოკალის ნომინაციაში ქართველმა და სომეხმა შემსრულებლებმა გრან-პრი და პირველი ადგილები დაიმსახურეს.

ფესტივალზე უმაღლესი შეფასება და ჯილდოები გადაეცა ასევე ორ ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს საქართველოდან...

პრიზები და მედლები დაიმსახურეს საქართველოდან ჩასულმა მხატვრებმაც

ქართველი ბავშვები ფესტივალში მონაწილე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებს დაუმეგობრდნენ და გამოსვლების დროს ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ

N Studia-ს უმთავრესი მიზანიც სწორედ ისაა, რომ ბავშვებმა გაიცნონ და ეზიარონ სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორსა და კულტურას, მონაწილეობა მიიღონ და თავად ჩაატარონ მასტერკლასები, ასწავლონ და ისწავლონ მსოფლიო ცეკვები ილეთები და ამით გაიფართოვონ თვალსაწიერი და ხელი შეუწყონ მსოფლიოში ხალხური ცეკვების პოპულარიზაციას.