ფოლკოლური ფესტივალი ბორჯომის კულტურის ცენტრში
2022 წ. 28 იანვარს, ქ. ბორჯომის კულტურის ცენტრში, "სტუდია N", საქართველოს ეროვნულ ფილარმონიასთან ერთად ჩაატარა ერთდღიანი ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა შემოქმედებითმა კოლექტივებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, 5-დან 16 წლამდე. ბავშვებმა შეასრულეს ხალხური და საესტრადო სიმღერები, ქართული ცეკვები.
დასასრულს ფესტივალის მონაწილეები გაემგზავრნენ ბაკურიანში, სადაც 3 დღის განმავლობაში დასვენებასა და გართობასთან ერთად, გააგრძელეს შემოქმედებითი მუშაობა.