Main Content

ფოლკლორული ფესტივალი გორის კულტურის ცენტრში

 

2022 წ. 19 თებერვალს, ქ. გორის კულტურის ცენტრში, "სტუდია N" და "ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის" ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ერთდღიანი ფოლკლორული ფესტივალი.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა შემოქმედებითმა კოლექტივებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აუდიტორიის წინაშე წარდგნენ 5-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. ყველა ნომერი აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა.

დასასრულს ფესტივალის მონაწილეები გაემგზავრნენ ბაკურიანში, სადაც 3 დღის განმავლობაში დასვენებასა და გართობასთან ერთად, გააგრძელებენ მუშაობას და გაივლიან რეპეტიციებს. ერთად დასვენება ხელს შეუწყობს ბავშვების დამეგობრებას და ერთმანეთისთვის საკუთარი შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარებას.