გამოფენა და ფოლკლორული კონცერტი "მზის შვილები"

2022 წ. 20 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „N studia“-მ საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ჩაატარა ინტეგრირებული გამოფენა-ფოლკლორული კონცერტი – "მზის შვილები".

ჩვენს ივენთში მონაწილეობა მიიღეს: სამხატვრო, საჯარო და კონფესიურმა სკოლებმა, სახელოვნებო ბავშვთა და შშმ მოზარდთა ცენტრებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

სხვა სტუმრებთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ პრეზიდენტის აპარატის და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

გამოფენილმა ნახატებმა და ხელნაკეთა ნივთებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ბავშვებმა შეასრულეს საგალობლები და ხალხური სიმღერები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს დაუნის სინდრომის მატარებელმა ბავშვებმაც.

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ჩვენ არ ვირჩევთ მეგობრებს მათი შესაძლებლობების მიხედვით.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და გავუთბეთ გულები ამ პატარა "მზის შვილებს" და ერთმანეთს!