მიმდინარე მოვლენები

     

საგაზაფხულო ქართულ-სომხური ფესტივალი მცხეთაში

 

2 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში, „საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირითან“ პარტნიორობით, "N Studia"-მ ერთობლივი ახალგაზრდული ფესტივალი ჩაატარა.

ეს გახლდათ საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც „საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა“ მიუძღვნა აწ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქორეოგრაფის, ვასილ ქავთარაძის ნათელ ხსოვნას.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სომხურმა ქორეოგრაფიულმა სტუდიებმაც, "N Studia"-ს პარტნიორ "Kamurj Cultural centre"-ის ხელმძღვანელობით.

დასასრულს „საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა“ და "N Studia"-მ ფესტივალის მონაწილეებს, დიპლომები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დღეს ამ შესანიშნავი კონცერტით მივეგებეთ გაზაფხულის დადგომას და ბუნების განახლებას.

ქართულ-სომხურმა ფესტივალმა მცხეთაში წარმატებით ჩაიარა. ასე ერთობლივად მივულოცეთ ჩვენს ძვირფასს დედებს მათი გაზაფხულის დღესასწაული.

მრავალ წარმატებულ ფესტივალსა და გასტროლს გისურვებთ 2024 წელს!

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად!