გამოფენა პარიზში
2019 წ. მარტის ბოლო კვირას, "N სტუდია"-მ, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს დღეებში საფრანგეთში. ღონისძიებაზე საქართველოდან წარდგნენ: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის, თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის, ზუგდიდის სამხატვრო სკოლის, ძევრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები და ძევრის ვოკალური ანსამბლი "ვარსკვლავები".
ამ დღეების ფარგლებში პარიზში ჩატარდა გამოფენა. პროექტში მონაწილეობისათვის ნორჩი მხატვრები სპეციალური სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. პარიზში გამოიცა ქართული ზღაპარი, რომლის ილუსტრაციებიც გამოფენაში მონაწილე ბავშვებმა დახატეს.
გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.