საერთაშორისო ქართულ-სომხური ფესტივალი ერევანში
🟠 27-28 აპრილს, “N Studia”-ს ორგანიზებით, საქართველოდან ერევანში ქართულ-სომხურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა ფოლკლორულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
🟠 ქართველების გამოსვლებს დიდი სითბოთი და ოვაციებით შეხვდა დარბაზში შეკრებილი აუდიტორია.
🟠 ფესტივალი შედგა კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-კულტურულ კომპლექს “ჰამალირის” საკონცერტო სცენაზე. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ძალიან დიდი სცენა პროფესიონალური განათებით, რამაც ერთი-ორად დაამშვენა წარმოდგენილი პერფომანსები.
🟠 მადლობას ვუხდით ჩვენს სომეხ პარტნიორებს, Kamurj cultural centre და მის ხელმძღვანელს, ბატონ ჰაიკ გევორქიანს, ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
🟠 აღსანიშნავია, რომ “კამურჯის” ძალისხმევით უკვე მეხუთე წელია, ცეკვის საერთაშორისო დღე აღინიშნება საერთაშორისო ფესტივლით “წახკუნქ” ერევანში. ამჯერადაც ამ მეგაპროექტის ფარგლებში ჩატარდა 4 კონცერტი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 70-მდე ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა, 2500-ზე მეტმა მოცეკვავემ.
🟠 ქართულმა ანსამბლებმა თავისი პროფესიული დღესასწაული ამ პროექტის ფარგლებში 2 კონცერტში მონაწილეობით აღნიშნეს.
🟠 წარმატებული საფესტივალო პროგრამის დასრულების შემდეგ შედგა ექსკურსიები ერევანსა და გეღარდში.