Main Content

9 აპრილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ინტეგრირებულ გამოფენა-გაყიდვა „ტიტები“

 

 

2022 წ. 9 აპრილს, ქაშვეთის ტაძრის ეზოში (რუსთაველის გამზირის მხრიდან), N studia-მ საქართველოს საპატრიარქოსთან პარტნიორობით, ჩაატარა საქველმოქმედო ინტეგრირებულ გამოფენა-გაყიდვა „ტიტები“, რომელიც მიეძღვნება ჩვენი უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს. ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი და ჩვენი თანამემამულეების თავდადება ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!

N studia-მ ტრადიციულად უმასპინძლა სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებს. ჩვენ გავერთიანდით ამ თარიღის გარშემო!

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სკოლებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დღის ცენტრებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

გამოფენა-გაყიდვაზე "ტიტები" წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.