კინოჩვენება უკრაინის საელჩოსა და "N Studia"-ს ეგიდით
18-20 ოქტომბერს, N Studia-მ უკრაინის საელჩოსთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა უკრაინის ომისადმი მიძღვნილი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებას კინოთეატრ "ამირანში".
კინოჩვენება საზეიმოდ გახსნეს უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა, ქალბატონმა ტეტიანა კოლოტილოვამ და N Studia-ს დირექტორმა, ქალბატონმა ნელი მჟავანაძემ.
წარმოდგენილი იყო სამი ფილმი:
1. მხატვრული ფილმი „Maty apostoliv“ („მოციქულების დედა“) (ხანგრძლივობა - 2 სთ. 20 წთ.; ფილმი გადაღებულია 2020 წელს, რეჟისორი ზაზა ბუაძე);
2. მხატვრული ფილმი „ვიწრო ხიდი“ (ხანგრძლივობა - 1 სთ 20 წთ.; ფილმი გადაღებულია 2022 წელს, რეჟისორი ბორის კვაშნევი, სცენარის ავტორი მირზა დავითაი);
3. დოკუმენტური ფილმი „მარიუპოლი, დაუკარგავი იმედი“ (ხანგრძლივობა - 1 სთ. 32 წთ.; ფილმი გადაღებულია 2022 წელს, რეჟისორი მაქსიმ ლიტვინოვი.
კინოჩვენება საზეიმოდ გახსნეს უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა, ქალბატონმა ტეტიანა კოლოტილოვამ და N Studia-ს დირექტორმა, ქალბატონმა ნელი მჟავანაძემ.
კინოჩვენებას დაესწრნენ საქართველოში მცხოვრები დევნილები უკრაინიდან და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.