II საკრუიზო ფესტივალი იტალიურ ლაინერზე

 

🟠 2024 წლის 4-9 მაისს, “N Studia”-ს ორგანიზებით, იტალიური საკრუიზო ლაინაერზე II ფესტივალი ჩატარდა.

🟠 I საკრუიზო ფესტივალი “N Studia”-ს ორგანიზებით 2023 წლის მაისში მოეწყო. მაშინ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საქართველოდან და უკრაინიდან. ფესტივალის მონაწილეებისთვის შედგა ექსკურსიები სანტორინოსა და ჰერაკლიონში.

🟠 ამჯერად იტალიური საკრუიზო ლაინაერის თეატრის სცენაზე კონცერტი გამართეს ბავშვთა ფოლკლორულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

🟠 ნორჩი ქართველების გამოსვლებს დიდი სითბოთი და ოვაციებით შეხვდა დარბაზში შეკრებილი აუდიტორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

🟠 ქართველების საკრუიზო კონცერტმა თავისი მცირე წვლილი შეიტანა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

🟠 რაც მთავარია, ფესტივალის მონაწილეებმა ლაინერზე გაიცნეს და დაიმეგობრეს თავიანთი უცხოელი თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

🟠 კრუიზის განმავლობაში შედგა ექსკურსიები გენუაში, მარსელში, ბარსელონასა და რომში.

🟠 ბავშვები შინ გრანდიოზული შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.