საერთაშორისო ფესტივალი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში
Nstudia-ს კიდევ ერთი ახალი მიმართულება. ამჯერად საოცარი დუბაი და აბუ დაბი. წარმატებული კონცერტი დუბაის ციფრული ხელოვნების ულტართანამედროვე თეატრის სცენაზე. ქორეოგრაფიული ჯგუფები, ფოლკლორი და თანამედროვე სიმღერები და რა თქმა უნდა ბევრი საინტერესო ექსკურსია.
დიდი მადლობა “SunFly Travel“-ის პროფესიონალთა გუნდს, დუბაის ტურის საუკეთესოდ ორგანიზებისთვის.
14-19 ნოემბერს Nstudia და Kamurj Kultural centre ორგანიზებით დუბაიში ჩატარდა ფესტივალი "World of Art". ეს იყო პირველი ნაბიჯი საოცარ ემირატებში საკუთარი ძალებით ფესტივალის ორგანიზებისა.
გარდა დასამახსოვრებელი კონცერტისა, ჩვენ ვამოგზაურეთ მონაწილეები ჯიპების ქარავნით უდაბნოში, გავასიერნეთ დისკოთეკის და ვახშმის თანხლებით გემზე, ვესტუმრეთ დუბაის მთავარ ღირშესანიშნაობებს: მუსიკალური შადრევნები, მადინა ჯუმეირა, ბურჯ ხალიფა, ძველი დუბაი, ყვავილების საოცრებათა ბაღი, გლობალ ვილიჯი (მსოფლიო სოფელი), ქალაქის ტური აბუ დაბიში…
ჩვენ შევქმენით დაუვიწყარი მოგონებებისა და განსხვავებული გამოცდილებების სამყარო. წარმატებული დებიუტს უკვე მოჰყვება დიდი გეგმები.
მარტში ჩვენ ისევ დავბრუნდებით მსოფლიოს თანამედროვე საოცრებას.
გამოგვყევით, აიხდინეთ ოცნება Nstudia-სთან ერთად.