საერთაშორისო ფესტივალი ეგვიპტეში

 

 

„N Studia“-ს მეორე ახალი მიმართულება აზიის კონტინენტზე – ფესტივალი განუმეორებელ ეგვიპტეში!

22-27 ნოემბერი, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ეგვიპტის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კაიროს ბავშვთა V საერთაშორისო ფესტივალი „ეგვიპტე-2021“-ში.

22 მონაწილე ქვეყანას შორის ღირსეულად წარმოჩნდა ქართული კულტურა.! ფესტივალზე ჩატარდა ექსკურსიები, მასტერკლასები და სპორტული აქტივობები.

დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ხვდა წილად ანსამბლ „ცერულს“, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ფესტივალზე ქართული კულტურა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ფესტივალის მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და პრიზები.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ექსკურსიები, მასტერკლასები და სპორტული აქტივობები.

„N Studia“-ს კოლექტივი კვლავაც ვცდილობთ სულ ახალ-ახალი და საინტერესო ფესტივალები შემოგთავაზოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში საერთაშორისო არენაზე.