ქართულ-სომხური საბავშვო ფესტივალი ერევანში

 

 

🌟 24-26 მარტს, N Studia-ს პარტნიორობით სომეხ კოლეგებთან, AZDARAR ART PROUDACTION-ის მოწვევით, ერევანში შედგა მეორე ეტაპი ქართულ-სომხური საბავშვო ფესტივალისა "ჰანგები".

🔴 25 მარტს, ფესტივალის კონცერტი ორ განყოფილებად ჩატარდა გაბრიელ სუნდუკიანის სახელობის ერევნის ეროვნულ აკადემიურ თეატრში.

🟡 საქართველოდან N Studia-მ ფესტივალზე ჩაიყვანა შემოქმედებითი კოლექტივები თბილისიდან, ბოლნისიდან, გურჯაანსა და ქობულეთიდან; მათ შორის იყო ასევე საქართველოში მცხოვრები სომხური კოლექტივი.

🟢 ფესტივალმა მოიცვა არა მარტო ფოლკლორული, არამედ თანამედროვე ესტრადისა და ქორეოგრაფიის მუსიკალური ნომრები.

🟣 ფესტივალის მონაწილე ბავშვებს და მათი კოლექტივების ხელმძღვანელებს გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო პრიზები.

🟡 N Studia-მ სომეხ პარტნიორებს - AZDARAR ART PROUDACTION-ს გადასცა სპეციალური დიპლომი ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად.

🟠 ქართველმა და სომეხმა ბავშვებმა სომხეთის დედაქალაქს კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს.

🔵 საფესტივალო პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა დაათვალიერეს ერევნისა და მისი შემოგარენის ღირშესანიშნაობები, მათ შორის, გარნის რომაული ეპოქის წარმართული საკულტო ნაგებობა და გეღარდის V საუკუნის ეკლესია.