საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი იტალიაში (გენუა-ნეაპოლი)

 

     

🌟 7-13 მაისს, კომპანია "Victoria"-მ "N Studia"-სთან პარტნიორობით გენუასა და ნეაპოლში ჩაატარა ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი "WORLD OF YOUTH" ("ახალგაზრდობის სამყარო"). ფესტივალი არ შემოიფარგლა მარტოოდენ ფოლკლორით და პროგრამაში წარმოდგენილი იყო ასევე სხვადასხვა ჟანრის მუსიკა.

🌟 "N Studia"-მ საერთაშორისო ფესტივალზე ჩაიყვანა ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთსა და აზერბაიჯანიდან.

🌟 "N Studia"-ს ინიციატივით ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მხატვრებმა სომხეთიდან.

🌟 საფესტივალო კონცერტები ჩატარდა გენუასა და ნეაპოლში. მონაწილეობდნენ შემოქმედებითი კოლექტივები ევროპის მრავალი ქვეყნიდან. მათ შორის: გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, საქართველოდან, უკრაინიდან და სომხეთიდან.

🌟 ფესტივალის ფარგლებში მოეწყო საინტერესო შემეცნებითი ექსკურსიები იტალიასა და საბერძნეთში. ქ. ბარში ბავშვებმა მოინახულეს წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა, სადაც დასვენებულია სრულიად საქრისტიანოს ეს უდიდესი წმინდანი.

🌟 ამ დაუვიწყარ მოგზაურობაში დამეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბავშვები და ახალგაზრდები. ვიმედოვნებთ, რომ ეს მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ისინი კიდევ არაერთხელ ერთად მიიღებენ მონაწილეობას "N Studia"-ს სხვადასხვა აქტივობებში.

🌟 "N Studia" განსაკუთერბულ მადლობას უხდის ევროსაბჭოს (AeP აღმოსავლეთ პარტნიორობა) AeP-ს ჩვენი ივენტების მხარდაჭერისთვის.

🌟 "N Studia" მადლობას უხდის ასევე კომპანია "Victoria"-ს პარტნიორობისთვის.