ქართული-სომხური ფესტივალი საქართველოში

 

 

13 ნოემბერს, N Studia-ს ორგანიზებით თბილისის არტ ჰოლში შედგა პირველი ეტაპი ქართულ-სომხური საბავშვო ფესტივალისა "ჰანგები".

ფესტივალის მეორე ეტაპი, სომეხ კოლეგებთან პარტნიორობით, მომავალი წლის მარტში ერევანში ჩატარდება.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი იყო TV Incognito.

ფესტივალი "ჰანგები", ისევე როგორც N Studia-ს მიერ ორგანიზებული ყველა სხვა ღონისძიება, გამოირჩეოდა მრავალჟანრობითი მუსიკალური ნომრებით, რომლებიც მოიცავდა არა მარტო ფოლკლორს, არამედ თანამედროვე ესტრადასა და ქორეოგრაფიას.

რაც მთავარია, ფესტივალმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი და სომეხი ბავშები დამეგობრებას, ორი ერის ტრადიციულ და კულტურულ მემკვიდრეობასთან შეხებას. ეს მეგობრობა განმტკიცდება ფესტივალის მეორე ეტაპზე ერევანში.

ქართველმა და სომეხმა ბავშვებმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი თბილი და ლამაზი საღამო აჩუქეს.