საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ჰანიოტში
2023 წლის 24-29 სექტემბერს,ჰალკიდიკის უმშვენიერეს კურორტ ჰანიოტში ჩატარდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა: მექსიკიდან, ბულგარეთიდან, სერბეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, სომხეთიდან და სხვ.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა: აღლუმი, 3 კონცერტი ღია სცენაზე და რეწვის ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
დასწრება თავისუფალი იყო.
ფესტივალის ორგანიზატორებმა მონაწილე კოლექტივების ხელმძღვანელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან გადასცეს დიპლომები და პრიზები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები სალონიკსა და მის შემოგარენში.