მიმდინარე მოვლენები

     

XXIX საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ჰალკიდიკის კურორტ ჰანიოტში

 

2024 წლის 30 მაისიდან – 4 ივნისამდე, "N Studia"-მ მონაწილეობა მიიღო ჰალკიდიკის უმშვენიერეს კურორტ ჰანიოტში გამართულ XXIX საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორული ანსამბლებმა: საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ლიეტუვადან, საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, სომხეთიდან და სხვ.

31 მაისს, ფესტივალი საზეიმო აღლუმით გაიხსნა.

იმავე საღამოს ჩატარდა პირველი კონცერტი ჰანიოტის ცენტრში მდებარე ტრადიციული ბერძნული ამფითეატრის ღია სცენაზე.

ფესტივალის ფარგლებში სულ 2 კონცერტი მოეწყო.

3 ივნისს, საერთაშორისო ფესტივალი ჰანიოტში წარმატებით დასრულდა.

შეკრებილი აუდიტორია მხურვალე აპლოდისმენტებით და წამახალისებელი შეძახილებით შეეგება ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის გამოსვლებს.

ქორეოგრაფებს გადაეცათ დიპლომები ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის.

ფესტივალის დასრულების შემდეგ, 4 და 5 ივნისს, "N Studia"-ს ორგანიწებით, შედგა საინტერესო შემეცნებითი ექსკურსიები სალონიკსა და სტამბულში.