საერთაშორისო არტ ფესტივალი საქართველოში "ჩვენ გვაერთიანებს ხელოვნება"

 

 

13 - 17 ოქტომბერს, „N Studia“-ს ორგანიზებით, საქართველოში ჩატარდა ხელოვნების მრავალჟანრობითი საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი "ჩვენ გვაერთიანებს ხელოვნება". ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორული და თანამედროვე ცეკვის ანსამბლები, ხალხური და თანამედროვე გუნდები, ვოკალისტები, ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივები საქართველოდან, გერმანიიდან, რუმინეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

საფესტივალო პროგრამა მოიცავდა კონცერტებს: თბილისში, მცხეთასა და თელავში. (თუმცა ქვეყანაში გლოვის დღის გამოცხადების გამო, 14 ოქტომბერს, თელავის დაანონსებული პროგრამა გაუქმდა).ამის სანაცვლოდ ფესტივალის მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსია სიღნაღში.

საფესტივალო კონცერტები ჩატარდა 15 ოქტომბერს მცხეთის კულტურის სახლში და 16 ოქტომბერს თბილისის არტ ჰოლში. კონცერტების პარალელურად მოეწყო ასევე ბავშვების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები მცხეთასა და თბილისში.

ჩვენი ფესტივალის მიზანი და მთავარი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების წარმოჩინება და პოპულარიზაცია, ერთამნეთის გამოცდილების გაცვლა და დამეგობრება, სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურული ღირებულებების მქონე ახალგაზრდების გაცნობა, მეგობრული ურთიერთობების დამყარება ლიდერებსა და გუნდის წევრებს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ჩვენი ფესტივალი ტრადიციული გახდება და ყოველ შემოდგომაზე ჩვენ ველით საქართველოში მხატვრულ და მუსიკალურ კოლექტივებსა და შემოქმედებს მთელი მსოფლიოდან.