N STUDIA-ს საბავშვო ფოლკლორული ფესტივალი „მთის ჰანგები“ ყაზბეგში
2022 წ. 19 ივნისს, N STUDIA-ს ორგანიზებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა უკვე ტრადიციულად ქცეული მორიგი საზაფხულო ფესტივალი „მთის ჰანგები“.
ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლებმა, ნორჩმა ვოკალისტებმა და მხატვრებმა. საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ბავშვების ნახატები სხვადასხვა თემატიკაზე. ღონისძიებას უძღვებოდა მომღერალი პაატა თედიაშვილი.
ფესტივალს დაესწრო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებიsა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
ფესტივალის მონაწილეებს გადაეცათ N STUDIA-ს დიპლომები.
„ასეთი საბავშვო ფესტივალები, რეგიონებს შორის, კომუნიკაციის განსაკუთრებული და განსხვავებული საშუალებაა, ამიტომ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, მეტი აქტიურობისა და მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერისაკენ მოვუწოდებ“ – აღნიშნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.