მიმდინარე მოვლენები
N STUDIA განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ჩვენი გენერალური სპონსორისადმი Eastern Partnership (EaP - ევროკავშირის პროგრამა (აღმოსავლეთ პარტნიორობა), რომლის თანადგომისა და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ჩვენი მონაწილეობა ფიესტალონიის ფესტივალებში შეუძლებელი იქნებოდა.
N STUDIA-მ მონაწილეობა მიიღო ფიესტალონიის ორ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში: „ხმელთაშუაზღვის ლეგენდები“ და „კოსტა ბრავას მშვენიერება“
N STUDIA გულითად მადლობას უხდის ასევე ფიესტალონიის საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზატორებს გულთბილი მასპინძლობისთვის.
ფიესტალონიის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი: „ხმელთაშუაზღვის ლეგენდები“
2022 წ. 1-7 მაისს, N STUDIA-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველომ მონაწილეობა მიიღო ფიესტალონიის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „ხმელთაშუაზღვის ლეგენდები“, რომელიც ესპანეთში, კატალონიის მშვენიერ ზღვისპირა ქალაქ ლორეტ დე მარში გაიმართა.
ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდნენ: ქ. გორის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“ (ხელმძღვანელი გ. ჭულუხაძე), საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელი და სომეხი ვოკალისტები, ინსტრუმენტალისტი და კინემატოგრაფისტი.
საერთაშორისო ჟიურიმ ფესტივალის მონაწილეები საქართველოდან I და II საპრიზო ადგილებით დააჯილდოვა.
ნორჩ ქართველ შემოქმედებს ფიესტალონიის ფესტივალის დიპლომები გადაეცათ.
N STUDIA გულითადად ულოცავს გამარჯვებას ორივე ფესტივალის ყველა მონაწილეს საქართველოდან!
N STUDIA -ს ორგანიზებით ფესტივალის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ემოგზაურათ ევროპის ცნობილი ფესტივალების მასპინძელ ქალაქებში. ჩვენ ვიმოგზაურეთ: კანში, ნიცაში, სან-რემოში, მონაკოსა და ბარსელონაში, სადაც საქართველოს წარმომადგენლებმა ფლეშ-მობები მოაწყვეს. ამგვარად, ფესტივალ-კონკურს-მოგზაურობამ ევროპის ოთხი ქვეყანა მოიცვა: ესპანეთი, საფრანგეთი, მონაკო და იტალია.
ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს ჩვენს მასპინძლებს და ასევე ამ ფესტივალების ყველა მონაწილეს!