საერთაშორისო ფესტივალი თბილისში
2 ნოემბერს, თბილისის პროფკავშირების სასახლეში "N Studia"-ს ორგანიზებითა და "Kamurj Cultural Centre"-სთან თანაპარტნიორობით, ჩატარდა ფესტივალი „მსოფლიო რიტმები“.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და სომხეთიდან ჩამოსულმა ფოლკლორული და თანამედროვე ცეკვის ანსამბლებმა და საესტრადო ჯგუფმა.
ფესტივალში მონაწილე ანსამბლების ხელმძღვანელები და მონაწილეები „N Studia“-მ პრიზებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.
ვიმედოვნებთ, რომ ამ ფესტივალის მონაწილე დამეგობრებული ბავშვების ურთიერთობა და შემოქმედებითი კავშირი მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.