საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი პარიზში

 

 

🌟 11-15 აპრილს, N Studia-მ უზრუნველყო Blu Diamon-ის პარიზის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე საბავშვო შემოქმედებითი და ქორეოგრაფიული კოლექტივების ჩაყვანა საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთსა და აზერბაიჯანიდან.

🌟 აღნიშნული შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობა პარიზის საერთაშორისო ფესტივალში შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოს (AeP აღმოსავლეთ პარტნიორობა) თანადაფინანსებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუცხადებთ AeP-ს ჩვენი ივენტების მხარდაჭერისთვის.

🌟 11 აპრილს, საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, შედგა პარიზის ფესტივალის მონაწილეების დეფილე ეიფელის კოშკთან.

🌟 12 აპრილს, საერთაშორისო ფესტივალს სცენა დაუთმო პარიზის ცენტრში მდებარე თეატრმა „Espance Saint Martin“.

🌟 ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში წარმოდგენილი იყო არა მარტო ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, არამედ ასევე სხვა ჟანრის, კლასიური თუ თანამედროვე ქორეოგრაფია.

🌟 საერთაშორისო ფესტივალის სცენაზე საქართველოდან პირველად წარდგა ასევე ორი საბავშვო სამოდელო სტუდია: "Sonia Kh Archi" და "New stars model", რომლებმაც მაყურებელს წარმოუდგინეს ქართული ეროვნული და ორიგინალური დიზაინის სამოსელი.

🌟 ფესტივალის მონაწილე ბავშვებს და მათი კოლექტივების ხელმძღვანელებს გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო პრიზები.

🌟 13 აპრილს, N Studia-მ უზრუნველყო პარიზის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილე ქართული კოლექტივების ხელმძღვანელებისა და ანსამბლების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს საელჩოში საფრანგეთში. ფესტივალის მონაწილეებს შეხვდნენ: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი, ელჩის მოადგილე, ბატონი ვარლაამ ბაძაღუა და საელჩოს თანამშრომლები. მადლობას ვუხდით ბატონ გოჩას და საელჩოს წარმომადგენლებს, რომ გამონახეს დრო ჩვენს კოლექტივთან შესახვედრად. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს დაესწრო საელჩოს წარმომადგენელი, ქალბატონი თეა ხარჩავა.

🌟 13 აპრილს, N Studia-მ საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე კოლექტივებისთვის უზრუნველყო ფლეშმობების ორგანიზება პარიზის ცენტრში.

🌟N Studia-მ ასევე დამატებით დააჯილდოვა თავისი მედლებით მის მიერ ჩაყვანილი ბავშვთა შემოქმედებითი და ქორეოგრაფიული ჯგუფების ყველა მონაწილე საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან პარიზის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის.

🌟 9-19 აპრილს, ფესტივალის მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსიები პარიზში (სენაზე გასეირნება), ვერონაში, ნიცაში, მონაკოსა და სტამბულში.