N STUDIA-ს ორგანიზებით საქართველო წარდგა ორ საერთაშორისო ფესტივალზე ესპანეთსა და საბერძნეთში - ორი ფესტივალი ერთ მოგზაურობაში!
N STUDIA განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს ჩვენი გენერალური სპონსორისადმი Eastern Partnership (EaP - ევროკავშირის პროგრამა (აღმოსავლეთ პარტნიორობა), რომლის თანადგომისა და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ჩვენი მონაწილეობა საბერძნეთის ფესტივალში შეუძლებელი იქნებოდა.
N STUDIA გულითად მადლობას უხდის ასევე საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზატორებს გულთბილი მასპინძლობისთვის.
Blue Diamond საერთაშორისო ფესტივალი: „ALEGRIA DE DANZAR“
2022 წ. 9-14 ივლისს, N STUDIA-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველომ მონაწილეობა მიიღო Blue Diamond-ის საერთაშორისო ფესტივალში „ALEGRIA DE DANZAR“ („ცეკვის სიხარული“), რომელიც ესპანეთში, კატალონიის კოსტა ბრავას ლაჟვარდოვან სანაპიროზე, მშვენიერ ზღვისპირა ქალაქ ლორეტ დე მარში გაიმართა.
N studia-ს ორგანიზებით აღნიშნულ ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდნენ: ქ. ბოლნისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“ (ხელმძღვანელი ბ. ტოგონიძე), სომხური ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“, უკრაინელი ვოკალისტი, აზერბაიჯანელი ინსტრუმენტალისტი, ნორჩი ვოკალისტი გორიდან და ნორჩი მხატვრები საქართველოდან და უკრაინიდან.
ნორჩ შემოქმედებს საერთაშორისო ფესტივალის მონაწილის დიპლომები გადაეცათ.
N STUDIA გულითადად ულოცავს წარმატებას ფესტივალის ყველა მონაწილეს საქართველოდან!
N STUDIA -ს ორგანიზებით ფესტივალის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ემოგზაურათ ევროპის ცნობილი ფესტივალების მასპინძელ ქალაქებში. ჩვენ ვიმოგზაურეთ: კანში, ნიცაში, ვერონაში, მონაკოსა და ბარსელონაში, სადაც საქართველოს წარმომადგენლებმა ფლეშ-მობები მოაწყვეს. ამგვარად, ფესტივალ-კონკურს-მოგზაურობამ ევროპის ოთხი ქვეყანა მოიცვა: ესპანეთი, საფრანგეთი, მონაკო და იტალია.
ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს ჩვენს მასპინძლებს და ასევე ამ ფესტივალების ყველა მონაწილეს!
ფლეშ მობი კანში
ბარსელონა. Camp Nou-ს სტადიონზე
საერთაშორისო ფესტივალი: “FESTIVAL DAYS IN PARALIA”
2022 წ. 18-23 ივლისს, N STUDIA-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველომ მონაწილეობა მიიღო WOFA-ს XII საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში “FESTIVAL DAYS IN PARALIA” („საფესტივალო დღეები პარალიაში“), რომელიც ჩატარდა საბერზნეთის მშვენიერ ზღვისპირა კურორტ კატერინში.
N studia-ს ორგანიზებით აღნიშნულ ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდნენ: ქ. ბოლნისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“ (ხელმძღვანელი ბ. ტოგონიძე), სომხური ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“, უკრაინელი ვოკალისტი, აზერბაიჯანელი ინსტრუმენტალისტი, ნორჩი ვოკალისტი გორიდან და ნორჩი მხატვრები საქართველოდან და უკრაინიდან.
ნორჩ შემოქმედებს საერთაშორისო ფესტივალის მონაწილის დიპლომები გადაეცათ.
N STUDIA გულითადად ულოცავს წარმატებას ფესტივალის ყველა მონაწილეს საქართველოდან!
N STUDIA -ს ორგანიზებით ფესტივალის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ემოგზაურათ სალონიკსა და სტამბოლში.
ფესტივალების ყველა მონაწილეს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!