საზეიმო კონცერტი ყოვლადწმინდა სამების ტაძრის ეზოში

 

 

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში მოეწყო საქართველოს საპატრიარქოს და N Studia-ს ერთობლივი საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვების შემოქმედებითმა კოლექტივებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საზეიმო კონცერტი მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ- ახფაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღებს.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა სამგალობლო და ფოლკლორულმა გუნდებმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, შშმ პირებმა.

კონცერტის პარალელურად ჩატარდა ბავშვების ნახატების გამოფენა და ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის საქველმოქმედო აქცია. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მიიღეს: მონასტრის წევრებმა, მრავალშვილიანმა დედებმა და სოციალურად დაუცველმა პირებმა.

საზეიმო კონცერტმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.