III საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი საქართველოში

 

 

 

13-17 ოქტომბერს "N Studia"-მ საქართველოში ჩაატარა III საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენ გვაერთიანებს ხელოვნება“; საფესტივალო აქტივობები ჩატარდა თბილისსა და თელავში.

14 ოქტომბერს, საფესტივალო პროგრამამ კახეთი მოიცვა; კონცერტი ჩატარდა თელავის დრამატულ თეატრში.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა საქართველოდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

თელავში, ფესტივალის გახსნამდე, მონაწილეთათვის ფოტოსესია მოეწყო.

პროგრამის დასასრულს ფოლკლორული ფესტივალის მონაწილენი დაესწრნენ ღვინის ფესტივალს ახტალაში.

15 ოქტომბერს, საფესტივალო პროგრამა თბილისში გაგაგრძელდა. საფესტივალო კონცერტი მთაწმინდის პარკში ჩატარდა.

მთაწმინდის პარკში ასევე მოეწყო ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

დასასრულს შედგა ფესტივალში მონაწილე ანსამბლების დაჯილდოება.

16 ოქტომბერს ფესტივალში მონაწილე სტუმრები მცხეთას ეწვივნენ; მათ დაათვალიერეს ქალაქი, მოინახულეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და ჯვრის მონასტერი.

17 ოქტომბერს ფესტივალის ფარგლებში ქორეოგრაფიული ანსამბლი ლატვიიდან გორში ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იმედს" სტუდიაში ეწვია. ანსამბლ "იმედის" ქორეოგრაფებმა და ჯგუფის წევრებმა ლატვიელებს მასტერკლასი ჩაუტარეს. იმავე სტუდიაში ლატვიელმა სტუმრებმაც ასევე ჩაუტარეს მასტერკლასი ქართველ მოცეკვავეებს.

ფესტივალის მონაწილეებმა საქართველოში დაუვიწყარი დღეები გაატარეს და ახალი მეგობრები შეიძინეს.