გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ფესტივალი თელავში

 

 

26 ნოემბერს "N Studia"-მ თელავში შედგა გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ფესტივალი.

სადღესასწაულო კონცერტი ჩატარდა თელავის დრამატული თეატრის სცენაზე.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

თელავში, ფესტივალის გახსნამდე, მონაწილეთათვის მოეწყო შემეცნბითი ექსკურსია ბატონის სასახლეში.

საფესტივალო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სამხატვრო სკოლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. თეატრის ფოიეში გამოიფინა ნორჩი მხატვრების ნახატები.

დასასრულს შედგა ფესტივალში მონაწილე ანსამბლების დაჯილდოება.

ფესტივალის მონაწილეებმ კახეთის მხარეში დაუვიწყარი დღეები გაატარეს და არა ერთი ღირშესანიშნავი ადგილი მოინახულეს.