უკრაინელი და ქართველი ბავშვების ნახატების გამოფენა „მშვიდობიანი მომავლისთვის“

 

 

25 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს, უკრაინის საელჩოსა და "N Studia"-ს ერთობლივი ორგანიზებით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო უკრაინელი და ქართველი ბავშვების ნახატების გამოფენა, თემაზე „მშვიდობიანი მომავლისთვის“.

ბავშვების მონაწილეობით შედგა მცირე კონცერტი; შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები. კონცერტში მონაწილეობდა ასევე ხალხური საკრავების ანსამბლიც.

ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინტრონიზაციის 45 წლის საიუბილეო თარიღს.

შეკრებილ აუდიტორიას მიესალმნენ: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი, ქალბატონი ტეტიანა კოლოტილოვა და N Studia-ს დირექტორი, ქალბატონი ნელი მჟავანაძე.

ბავშვების მიერ შესრულებულ მუსიკალურ ნომრებს მაყურებელი ოვაციებით შეხვდა.

დასასრულს გამოფენისა და კონცერტის მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

უკრაინულ სკოლებს მამა გურამმა საჩუქრად წმინდა გიორგის და წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხატები გადასცა.