II ევროპული ახალგაზრდული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ბათუმში
"ჩვენ გვაერთიანებს ხელოვნება"
🔹2023 წლის 8-12 ივლისს, "N Studia"-ს ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა II ევროპული ახალგაზრდული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი "ჩვენ გვაერთიანებს ხელოვნება".
🔸ქართული შემოქმედებითი კოლექტივების გარდა ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სტუმრებმა: აშშ-დან, გერმანიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან და მოლდოვადან. ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იყო ფოლკლორული მუსიკის დიდი მოყვარული და შემსრულებელი ავსტრალიიდან.
🔹ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ორი კონცერტი:
10 ივლისს – ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში და
11 ივლისს – ბათუმის დრამის თეატრში.
დასწრება თავისუფალი იყო.
🔸N Studia-სა და ფესტივალში მონაწილე კოლექტივების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ხელვაჩაურის მერმა, ბატონმა ზაზა დიასამიძემ.
🔹ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო ნორჩი და ახალგაზრდა მხატვრების ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და ხეზე ჭრის ოსტატების გამოფენა.
🔸ნახატები წარმოადგინეს თერჯოლის, ქუთაისის, ლენტეხის და სამტრედიის სამხატვრო სკოლებმა. ხეზე ჭრის ნიმუშები ფესტივალზე წარმოადგინეს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახ. ტაძართან არსებული ხელოვნების სტუდია „საჭრეტელის“ აღსაზრდელებმა, რომელთა შორის არიან ასევე შშმ პირებიც. სტუდიას ხელმძღვანელობს წმინდა ბარბარეს სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე, რომელიც ამავდროულად არის მათი პედაგოგიც. ადგილზევე ბავშვებმა ჩაატარეს მასტერკლასი.
🔹ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები ბათუმსა და შეკვეთილში.
🔸საფესტივალო კონცერტებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
🔹ფესტივალში მონაწილე ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებიდან დამეგობრდნენ.
🔸სასიამოვნო სიურპრიზი იყო გერმანიისა და აშშ-ს წარმომადგენლების ერთობლივი პერფომანსი სცენაზე.
🔹ფესტივალის ბოლო აკორდი იყო შშმ პირის მიერ ძალიან ემოციურად წაკითხული ლადო ასათიანის ლექსი პატრიოტულ თემაზე.