„Grand Alegria", ესპანეთი, კოსტა ბრავა, კალელია
22-27 ივნისს, "N Studia"-მ ესპანეთში, კალელიის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე ჩაიყვანა ქორეოგრაფიული ანსამბლები და ნორჩი მხატვრები საქართველოდან.
ფესტივალის გახსნა კატალონიის ეროვნულ დღესასწაულს დაემთხვა.
ფესტივალის მონაწილეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ეროვნულ სამოსში, კალელიას ქუჩებში საზეიმო აღლუმით გაიარეს.
საქართველოს დროშის დანახვაზე ადგილობრივი ესპანელებისგან ისმოდა ჩვენი საამაყო სპორტსმენების გვარების შეძახილები, რასაც ქართველი მონაწილეები საპასუხო შეძახილებით შეხვდნენ.
ქართველი მონაწილეები აღლუმში მსვლელობისას გამორჩეულად აქტიურობდნენ შეძახილებითა და სიმღერებით.
კალელიის ფესტივალში მონაწილეობენ ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები: მექსიკიდან, რუმინეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან, მაკედონიიდან, საქართველიდან და სხვ.
საფესტივალო კონცერტი გაიმართა კალელიის ისტორიული უბნის ღია სცენაზე, საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
იმავე დღეს გაიხსნა ესპანეთის ფესტივალის სახელოვნებო ნაწილი. ნორჩ მხატვრებს დაევალათ საკონკურსო ნახატების შესრულება მოცემულ თემაზე: ზღვის პეიზაჟი და ფესტივალში მონაწილე მოცეკვავე ეროვნულ სამომსში.
ფესტივალის ბოლო დღეს მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა კალელიას ცენტრში, ღია სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი საქართველოს პორტუგალიაზე გამარჯვებას დაემთხვა! ორმაგი სიხარულით ვგულშევმატკივრობდით საქართველოს ნაკრებს კატალონიის მიწაზე!
ერთხმად აღინიშნა წარმომადგენლობითი და სასიამოვნო საფესტივალო გარემო.
გამორჩეულად თბილად შეხვდა ესპანელი მაყურებელი ქართულ ცეკვებს.
ესპანეთის ფესტივალი განსაკუთრებით დაამშვენეს მექსიკელმა მონაწილეებმა, თავიანთი მელოდიურმა სიმღერებითა და ცეკვებით და ასევე თავისი ფერადოვანი ეროვნული სამოსით.
ფესტივალის დასასრულს მონაწილე ანსამბლების ხელმძღვანელები და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორი სპეციალური პრიზებითა და დიპლომებით დააჯილდოეს.
ფესტივალში მონაწილე ნორჩ მხატვრებს დამატებით გადაეცათ მედლები.
მხატვრებმა ჟიურის წევრებს სამახსოვროდ თავიანთი ნამუშევრები აჩუქეს.
ესპანეთში საფესტივალო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, «N Studia”-ს ორგანიზებით, ფესტივალის მონაწილეებისთვის შედგა ექსკურსიები სამხრეთ საფრანგეთის საფესტივალო ქალაქებში კანი და ნიცა, ჯუჯა სახელმწიფო მონაკოსა და იტალიის ქალაქ მილანში.
მხატვრები ეწვივნენ სამხატვრო სკოლას კალელიასა და ნიცაში; დაათვალიერეს მატისის მუზეუმი ნიცაში.